ბათუმში გასულ ღამეს 449 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
დღის ბოლოს ელოდებიან ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებული 27 პირის ანალიზების პასუხებს. მათ სამედიცინო ცენტრებს რესპირატორული ჩივილებით მიმართეს.
აჭარა მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს. 30 აპრილის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება.