ბათუმში გასულ ღამეს კორონავირუსზე 155 პირი გამოიკვლიეს და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 24 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
აჭარაში კორონავირუსზე ჯამში 16 569 პირს ჩაუტარდა „პისიარ“ ტესტი.
30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. კარანტინი უკვე დატოვა 8 115-მა პირმა.