ბათუმში გამოძახებაზე მყოფ სასწრაფო დახმარების ექიმს მანქანა დაეჯახა
ბათუმში გამოძახებაზე მყოფ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ლერმონტოვის ქუჩაზე ერთი საათის წინ მოხდა.
დაშავებული ექიმი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას დაზიანება სახის არეში აღენიშნება.
„მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ექიმს სწრაფად მომავალი ავტომანქანა დაეჯახა. იმავე ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, გამოზიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.