ბათუმში, ფიტნესცენტრ „რეფორმერში“ თანამშრომლები რჩებიან და შენობის დატოვებას არ აპირებენ
ბათუმში, ფიტნესცენტრ „რეფორმერში“ თანამშრომლები რჩებიან და შენობის დატოვებას არ აპირებენ

ბათუმში, ფიტნესცენტრ „რეფორმერში“, რომელმაც უარი თქვა, დაემორჩილოს დაწესებულ შეზღუდვებს, თანამშრომლები კვლავ რჩებიან და შენობის დატოვებას არ აპირებენ.

ადგილზე იმყოფება როგორც ფიტნესცენტრის მფლობელი გიორგი ფუტკარაძე, ასევე „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ისინი დღეს, 12:00 საათზე პოლიციაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული.

„ვნახოთ, რა უნდათ, გვეტყვიან დაკითხვაზე და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ფიტნესკლუბი 29 ნოემბერს 10 000 ლარით დააჯარიმეს. გუშინ სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, ფიტნესკლუბი კი დახურეს.

29 ნოემბერს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა. მისი განცხადებით, ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბი „რეფორმერი ფიტნესი“ საცხოვრებელ სახლად იქირავა მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა. ჯაფარიძე შეზღუდვების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ პოლიცია უკანონოდ შეიჭრა მის საცხოვრებელში.