„ჩეკინ ჯორჯიას“ ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში 29 ივლისიდან 23 აგვისტომდე ფესტივალი „ფოლკლორის დღეები“ ჩატარდება.
ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 40-მდე ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლი, ჩატარდება 25 უფასო კონცერტი.
კონცერტები ბათუმის ბულვარში ანბანის კოშკთან ყოველდღე, 20:00 საათზე გაიმართება. ტურიზმის ადმინისტრაციისა და ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელების განცხადებით, ამ ფესტივალის ჩატარება ხელს შეუწყობს როგორც ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას, ასევე ტურისტების დაინტერესებას ამ მიმართულებით.