ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ფეხით მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანის საქარე მინა გატყდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.