ბათუმში, ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა
ბათუმში, ერთ-ერთი შენობის სახურავიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის სახურავის სარეაბილიტაციო პროცესის დროს მოხდა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალიგატორი-1“ აწარმოებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული არასრულწლოვანია, თუმცა ამას ჯერჯერობით არ ადასტურებენ არც თანამშრომლები და არც შრომის ინსპექციის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან და სიტუაციას სწავლობენ.