ბათუმში, ერთ-ერთ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
ბათუმში, ერთ-ერთ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კერძო სახლთან პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს ჩხრეკის ოპერაცია. ოჯახის წევრების განცხადებით, პოლიცია იარაღს ეძებს, თუმცა, მათი თქმით, იარაღი არ აქვთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

„ტარდება გადაუდებელი ჩხრეკა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, კანონის სრული დაცვით. ჩხრეკა იმ საქმის გამოძიების ფარგლებში დაიწყო, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაწყებული და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, – განაცხადეს პირველ არხთან შინაგან საქმეთა სამინისტროში.