ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, დაშავებულია ხუთი ადამიანი
ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, დაშავებულია ხუთი ადამიანი

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა.

კორპუსის მცხოვრებლების ინფორმაციით, კაბინაში ცხრა ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ხუთი კლინიკაში გადაიყვანეს, ოთხმა კი იმის გამო, რომ დაზიანება არ აღენიშნებათ, საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.