ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე რესტორნის მფლობელი დააკავეს
ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე რესტორნის მფლობელი დააკავეს

ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე რესტორნის მფლობელი დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყებამ გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყო.

კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც რესტორნის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე თანამშრომელს ხელს ჰკრავს და რესტორნიდან აგდებს.