ბათუმში ელექტრომობილებისა და კვადროციკლების მფლობელებმა საპროტესტო აქცია განაახლეს
ბათუმში ელექტრომობილებისა და კვადროციკლების მფლობელებმა საპროტესტო აქცია განაახლეს

ბათუმში ელექტრომობილებისა და კვადროციკლების მფლობელებმა საპროტესტო აქცია განაახლეს. სპონტანური აქცია ანბანის კოშკის მიმდებარედ, პრემიერ-მინისტრის ვიზიტის გამო მოეწყო.

აქციის მონაწილეები პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით მოძრაობის აკრძალვის შესახებ საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათი თქმით,  დღეს ამ გზით პრემიერ-მინისტრის ყურადღების მიქცევას ცდილობენ.

ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილების გადაადგილების აკრძალვის შემდეგ მფლობელებმა რამდენიმე აქცია გამართეს და აკრძალვის ნაცვლად რეგულაციების დაწესება ითხოვეს.

“პირობას ვდებთ, 300-მდე კვადროციკლი დარჩება ბულვარში, ვიმუშავებთ დაბალი სიჩქარით და მხოლოდ ამ ზაფხულს. ლუკმა-პურის გარეშე ვრჩებით საბანკო სესხების გამო”, -ამბობს აქციის მონაწილე მამუკა დავითაძე.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ, რომ ბათუმის საკრებულოსგან პასუხს ელოდებიან, თუმცა ამ დრომდე მათ არავინ გამოეხმაურა.