ბათუმში, ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილზე, მრავალფუნქციური კომპლექსის განთავსება იგეგმება
ბათუმში, ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილზე, მრავალფუნქციური კომპლექსის განთავსება იგეგმება

ბათუმში, ე.წ. ლუჟკოვის სახლის ადგილზე, მრავალფუნქციური კომპლექსის განთავსება იგეგმება.

ქალაქის საკრებულომ დღეს მერიას თანხმობა მისცა, დაიწყოს საქმის საჯარო წარმოება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი წინადადებით მიმართოს საკრებულოს, რა სახის პროექტი შეიძლება განხორციელდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე.

„საკრებულომ თანხმობა განაცხადა საჯარო წარმოების დაწყებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. შესული წინადადებები ჯერ საკრებულომ უნდა განიხილოს და დაგეგმარების საკითხზე გასცეს საბოლოო თანხმობა. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, კომპანია „ალიანსი” წარადგენს კონკრეტულ პროექტს, რომელიც ასევე საკრებულომ უნდა განიხილოს”, – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, მირიან მეტრეველმა.

ბათუმის სანაპიროზე ე.წ. ლუჟკოვის სახლს საძირკველი 2003 წელს ჩაეყარა. საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა, თუმცა დღემდე ექსპლუატაციაში არ შესულა. გავრცელებული ინფორმაციით, სახლი მოსკოვის მაშინდელ მერს, იური ლუჟკოვს ეკუთვნოდა.