ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე „პისიარ“-ტესტირება მიმდინარეობს
ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე „პისიარ“-ტესტირება მიმდინარეობს.
პარალელურად, დილიდან ბაზრობის ტერიტორიას დეზინფექცია უტარდება.
„დაბარებული გვყავს მაღაზიის თანამშრომლები, უნდა ჩაუტარდეთ ტესტი, რომ თავი დავიზღვიოთ. ახლა მიმდინარეობს „პისიარ“-ტესტირება. მოვაჭრეების ნაწილი სხვა ადგილებშიც წავიდა ტესტის ჩასატარებლად. 4 000-მდე თანამშრომელია ჯამში. მიმდინარე ტერიტორიაზე 40-მდე ადამიანია, ვისაც შემხებლობა ჰქონდა იმ მაღაზიასთან, სადაც ინფიცირებულები მუშაობდნენ. ხვალ ჩვეულებრივ განვაგრძობთ მუშაობას“, – განაცხადა ბაზრობის დირექტორმა, ზვიად მელიქაძემ.