ბათუმში, ე.წ. გოროდოკის დასახლებაში, სადაც საბრძოლო მასალა და ჭურვები აღმოაჩინეს, გამნაღმველები მუშაობენ
ბათუმში, ე.წ. გოროდოკის დასახლებაში, სადაც საბრძოლო მასალა და ჭურვები აღმოაჩინეს, გამნაღმველები მუშაობენ

ბათუმში, ე.წ. გოროდოკის დასახლებაში, სადაც შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, დასაქმებულმა პერსონალმა გათხრების დროს საბრძოლო მასალასა და ჭურვებს მიაგნო, რის გამოც მუშაობა დროებით შეწყდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების წინ რუსული სამხედრო ბაზა ფუნქციონირებდა, სავარაუდოდ, სწორედ ამ ბაზის კუთვნილება იყო აღმოჩენილი საბრძოლო მასალა.

ტერიტორია, სადაც გამნაღმველები მუშაობენ, ლენტით არის შემოსაზღვრული, მიმდებარედ კი სამუშაოები გრძელდება.

პირველადი მონაცემებით, საბრძოლო მასალა ვადაგასულია და საშიშროებას არ წარმოადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვას გულისხმობს.