ძლიერი ქარია ბათუმში. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარი 20:00 საათამდე გაგრძელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 20:00 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ქარის შკვალური გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე.
ცოტა ხნის წინ, ძლიერმა ქარმა ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე ხე მოგლიჯა. ხე საჯარო სკოლის ეზოდან ქუჩის სავალი ნაწილისკენ წაიქცა, თუმცა ტერიტორია ცარიელი იყო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით ქართან დაკავშირებით უწყებაში რაიმე ზიანის შესახებ სხვა შეტყობინება არ შესულა. წერეთლის გამზირს კი, ნარჩენებისგან მალე გაათავისუფლებენ გამწვანებისა და დასუფთავების სამსახურები.
ავტორი -
მერაბ წულუკიძე, ედუ კოჩალიძე