ბათუმში დღის განმავლობაში კორონავირუსზე 18 პირი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ბათუმის ლაბორატორიებში დღის განმავლობაში კორონავირუსზე 18 პირი გამოიკვლიეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსი არც ერთს არ აღმოაჩნდა. პაციენტებმა რესპირატორული სიმპტომებით ცხელების კლინიკებს მიმართეს.
ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.
აჭარაში კორონავირუსზე პისიარტესტი სულ 15 137 პირს ჩაუტარდა.
დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 841 პირი. იზოლაციის სივრცე დატოვა 7 851-მა ადამიანმა.