ბათუმში დაგეგმილი საქართველო-კოსოვოს საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება
2 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-კოსოვოს მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი შეზღუდვა შეეხება სხვა სპორტულ ღონისძიებებსაც.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 2 სექტემბერს, ბათუმში, ახალ სტადიონზე დაგეგმილი საქართველოსა და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე. იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებებზე“, – განაცხადა ღიბრაძემ.