ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულად პარვიზ ისმაილზადე დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოაწერა.
ისმაილზადე 2012 წლიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ დუბაიში მდებარე აზერბაიჯანის გენერალურ საკონსულოს ხელმძღვანელობდა.
ილჰამ ალიევმა ბათუმიდან აზერბაიჯანის გენერალური კონსული რაშად ისმაილოვი მიმდინარე წლის 29 იანვარს გაიწვია.