შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში დღეს დაგეგმილი მარათონის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მარათონ „THE GREAT BATUMI RACE”-თან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 20 აპრილს ბათუმში, 19:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე, ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ან აიკრძალება.
კერძოდ, მოძრაობა შეიზღუდება:
შერიფ ხიმშიაშვილის გამზირზე – იუსტიციის სახლიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის კვეთამდე;
იუსტიციის სახლიდან – რუსთაველი-კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთამდე.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება:
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე -რუსთაველის გამზირის კვეთიდან მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთამდე;
მემედ აბაშიძის ქუჩაზე -კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთამდე;
დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე – მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთამდე;
ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე – დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე;
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე – ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთიდან ნოდარ იმნაძის ქუჩის კვეთამდე;
ნოდარ იმნაძის ქუჩაზე – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე;
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე – ნოდარ იმნაძის ქუჩის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე;
მერაბ კოსტავას ქუჩაზე – კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე;
ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე – მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთიდან ვალენბერგის ქუჩის კვეთამდე;
ვალენბერგის ქუჩაზე – ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან იაკობ გოგებაშვილის ქუჩის კვეთამდე;
იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე – საბაგიროდან იახტ კლუბის შესახვევამდე“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მარათონის დროს მძღოლები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მითითებით, ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.