ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმში კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ავარიისას ხუთი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.