ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. მოპედი ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი, 30 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.