ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ფეხმძიმე ქალი დაშავდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თბილისის მოედანთან, ბარათაშვილის ქუჩის ბოლოს ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ფეხმძიმე ქალი ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილს მართავდა.
„სავარაუდოდ საჭესთან დაშავებული იჯდა. ფეხმძიმე ქალბატონი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადავიყვანეთ, მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა“, – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილე ბადრი პაქსაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.