ბათუმში ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, მოტოციკლი Land Rover-ის მარკის ავტომანქანას შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქე იყო და ბათუმში დროებით ცხოვრობდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.