ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი აბუსერიძის ქუჩაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.