ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მომხდარის შედეგად, ქვეითად მოსიარულე დაიღუპა, რომელიც ბენზინგასამართ სადგურთან იმყოფებოდა.
დაშავებულია ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
თვითმხილველების განცხადებით, ჯიპის ტიპის ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურზე მაღალი სისწრაფით შევარდა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.