ბათუმში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მამაკაცი გამოკითხვაზეა
ბათუმში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 55 წლის მამაკაცი გამოკითხვაზეა.
მომხდარის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება 5 ნოემბერს შევიდა.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა მუნიციპალურ ავტობუსში 12 წლის გოგონას სექსუალური შევიწროება სცადა. გოგონა მუნიციპალური ავტობუსით თანატოლებთან ერთად სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც 55 წლის მამაკაცი მის სექსუალურ შევიწროებას ცდილობდა. მოზარდმა დახმარებისთვის ავტობუსში მყოფებს მიმართა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა ავტობუსიდან გაქცევა მოასწრო.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.