ბათუმში არასრულწლოვნებმა მაღაზიიდან 20 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს
დაახლოებით 20 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს არასრულწლოვნებმა ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან. ქურდობის ფაქტი ღამით მოხდა.
„წაღებულია 20 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები. უკვე დაიწყო გამოძიება. მაღაზიასთან ახლოს სამი სათვალთვალო ვიდეოკამერაა დამონტაჟებული, რომლებმაც დააფიქსირა ქურდობის ფაქტი. სავარაუდოდ სამი არასრულწლოვანი იყო. მათ ჩალეწეს მაღაზიის ვიტრაჟი და ისე წაიღეს ნივთები“, – ამბობს მაღაზიის მეპატრონე ფატმან თურმანიძე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში მონაწილე არასრულწლოვნების ვინაობა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.