ბათუმში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი
ბათუმში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

ბათუმში მიმდინარე აქციაზე ექვსი პირი დააკავეს.

ამასთან, აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი სამართალდამცველი დაშავდა.

დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება ნახევარ საათს გაგრძელდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მოჭიდავეები აჭარის მთავრობის შენობაში შესვლას და მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ერთ-ერთი პოლიციელი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული სამართალდამცველი დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა და ტერიტორიიდან ამის გამო გაიყვანეს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ისევ მთავრობის სახლთან რჩება.