ბათუმში აქციაზე ე.წ. გეორგიევსკის ლენტები გააპროტესტეს
ბათუმში აქციაზე ე.წ. გეორგიევსკის ლენტები გააპროტესტეს

​ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაზე ბათუმში ხმაური იყო.

ევროპის მოედანზე საქართველოში მცხოვრებ სლავ ხალხთა კონგრესის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

რამდენიმე მათგანი აქციაზე ე.წ. გეორგიევსკის ლენტებით გამოჩნდა, რასაც მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების აქციაზე გამოჩენის შემდეგ, სიტუაცია გამწვავდა. მათსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ლენტები იმ ადამიანებს ეკეთათ, ვისაც მათი იდეური დატვირთვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. მათი თქმით, ე.წ. გეორგიევსკის ლენტების მოხსნას უზრუნველყოფენ.

აქციის მონაწილეები მემედ აბაშიძის გამზირზე მსვლელობას განაგრძობენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.