ბათუმში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია „ნუ მომკლავ" გაიმართა
ბათუმში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია „ნუ მომკლავ" გაიმართა

„ნუ მომკლავ” ამ შინაარსის ტრანსფარანტები გამოიტანეს დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე   მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის მხარდამჭერებმა.

აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა და მოედანზე ძირითადად, რიგითი მოქალაქეები მივიდნენ. აქციაზე იმყოფებიან მესამე სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

“სისტემა რომელიც ფლობს განუსაზღვრელ ძალაუფლებას და არის სინდისისა და პროფესიული სტანდარტის გარეშე, უნდა დაინგრეს”, -აცხადებს აქციის მონაწილე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წევრი ნათია ზოიძე.

აქცია 18 საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს.