თორნიკე რიჟვაძე - ბათუმში ახალი უნივერსიტეტის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება
ბათუმში ახალი უნივერსიტეტი აშენდება, უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება თანამედროვე ტიპის სამეცნიერო ცენტრი და „საგანმანათლებლო ქალაქი ქალაქში.”
„ჩვენ განათლებისა და მეცნიერების ცენტრს გავაკეთებთ, სადაც უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა იქნება. ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სკოლა იქნება. უახლოეს პერიოდში ახალი უნივერსიტეტის მშენებლობას დავიწყებთ,”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისი თქმით, ახალი უნივერსიტეტი არ შენდება ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, ის იქნება სრულიად დამოუკიდებელი საგანმანათლებლო დაწესებულება.