ბათუმში ახალგაზრდა ქალის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
ბათუმში ახალგაზრდა ქალის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

შსს-მ ბათუმში ახალგაზრდა ქალის დაჭრაში ბრალდებული დააკავა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ბათუმში სასტუმრო „სპუტნიკთან“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც თავდასხმაში ეჭვმიტანილი აიყვანეს.

სპეცოპერაციას ადასტურებს სასტუმროს მთავარი მენეჯერიც. მისი განცხადებით, დაკავებული მათი სტუმარი არ ყოფილა, უბრალოდ ეზოში იმყოფებიდა, როდესაც სასტუმროს თანამშრომელს ტელეფონით სარგებლობა სთხოვა, რის შემდეგაც იგი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 27 მაისს, ბათუმში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, 1985 წელს დაბადებულ ი.ა.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს.

სამართალდამცველებმა გ.ჩ.ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.