ბათუმში ადვოკატთა უფლებების თემაზე რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს
ბათუმში ადვოკატთა უფლებების თემაზე რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს

ბათუმში ადვოკატები რეგიონული კონფერენციას მართავენ, რომელზეც ადვოკატთა უფლებებისა და მათი დაცვის საკითხზე მსჯელობენ.

ფორუმში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ადვოკატთა უფლებების დაცვის თბილისისა და რეგიონული კომიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენცია ქართული ადვოკატურის 100 წლისთავს მიეძღვნა.

„ადამიანის უფლებების დაცვა არის სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი მისია სწორედ ადვოკატებს ეკუთვნით. დღეს ვიმსჯელებთ და ერთგვარ ანგარიშს მოვისმენთ, რა მდგომარეობაა თავად ადვოკატების უფლებების კუთხით, რამდენად აქვთ მათ პროფესიული საქმიანობისთვის შესაბამისი პირობები“, – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.

კონფერენციაზე საუბარი შეეხო ადვოკატთა ასოციაციის პრიორიტეტებს. საუბარი იყო კონკრეტულ გეგმებზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადვოკატთა უფლებების დაცვა როგორც საკანონმდებლო, ასევე უწყებების დონეზე.