ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე 50-მდე ადამიანი მოიწამლა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს სასმელი წყლით არის გამოწვეული, თუმცა ჯერ უცნობია, მოწამვლის ზუსტი მიზეზი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მოწამლულთა ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებენ.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მოწამლულები ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.