ბათუმში 44 პირი გამოიკვლიეს, ყველა მათგანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
ბათუმში გასულ ღამეს კორონავირუსზე 44 პირი გამოიკვლიეს. არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.
საღამოს გახდება ცნობილი ასევე, იმ 24 პირის კვლევის შედეგი, რომლებმაც დღეს ცხელების ცენტრებს რესპირატორული ჩივილებით მიმართეს.
აჭარაში ინფიცირების შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ არ ფიქსირდება. ტესტი რეგიონში 15 000-მდე პირს ჩაუტარდა.
დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში, კარანტინში იმყოფება 630 პირი. იზოლაციის სივრცე დატოვა 7 849-მა პირმა.