ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულ 39 პაციენტს, რომლებმაც სამედიცინო ცენტრებს რესპირატორული ჩივილებით დილით მიმართეს, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ხვალ გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.
აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 18 850-მდე პირს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კარანტინში რჩება 1063, იზოლაციის სივრცეები კი დატოვა 8 686-მა მოქალაქემ.