ბათუმის „ცხელების ცენტრებში“ დილით შესულ 32 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლაბორატორიაში ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. კლინიკებს მათ რესპირატორული სიმპტომების გამო მიმართეს.
ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.
ინფიცირების შემთხვევა აჭარაში 30 აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა. რეგიონი „მწვანე ზონის“ სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება რისკჯგუფებისა და იმ პირების კვლევა, ვისაც რესპირატორული ჩივილები აქვს. ასევე ტესტებს უტარებენ ყველა მოქალაქეს, ვინც კარანტინში იზოლაციის პერიოდს ასრულებს.