ბათუმში კორონავირუსზე დღეს ცხელების ცენტრებში რესპირატორული სიმპტომებით შესული 32 პირი გამოიკვლიეს. ლაბორატორიაში შესწავლილი ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი 13 500-მდე პირს ჩაუტარდა.
30 აპრილის შემდეგ აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.