ბათუმის ლაბორატორიებში გასულ ღამეს კორონავირუსზე 299 პირის ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა პასუხი უარყოფითია.
30 აპრილის შემდეგ რეგიონში ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება. კლინიკა ბოლო ორმა გამოჯანმრთელებულმა 23 მაისს დატოვა. აჭარამ მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკარანტინო ზონებში 1100 მოქალაქე რჩება. იზოლაციის პერიოდი დაასრულა 6948 მოქალაქემ.