ბათუმში უკვე ოთხი დღეა 15 წლის მოზარდს ეძებენ. ქალაქის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე სახლიდან 20 აპრილს გავიდა, თუმცა, არც სკოლაში მისულა და ამ დღიდან ოჯახს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
გაუჩინარებული გოგონას დედა მომხდარს მოზარდის მიერ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანებას უკავშირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები 21 აპრილიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პოლიციაში განცხადება შევიდა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ტარდება სამძებრო სამუშაოები.
სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს პირი, ვისთან ერთადაც არასრუწლოვანი ბოლოს იმყოფებოდა.