ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბათუმში 105 საარჩევნო უბანი შეუფერხებლად გაიხსნა. მათ შორის ერთი კოვიდუბანია, ერთი სპეცუბანი კი გახსნილია პენიტენციურ დაწესებულებაში.
წელს არჩევნებზე ბათუმში რეგისტრირებულია 148 ათასზე მეტი ამომრჩეველი. ქალაქის მერობისთვის 10 კანდიდატი, საკრებულოში ადგილების მოსაპოვებლად კი, 16 პოლიტიკური პარტია იბრძოლებს.
ბათუმის პარალელურად, თვითმმართველობის არჩევნები აჭარის კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, თითოეული მუნიციპალიტეტის მერობისთვის სამ-სამი, შუახევში კი, ოთხი კანდიდატი იბრძვის.