ბათუმსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა
ბათუმში და მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებებში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და განვითარდა მეწყრული პროცესები.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.
ჩამოწოლილმა მეწყერმა დროებით ჩაკეტა საავტომობილო გზა. ბათუმის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტერიტორია გაწმენდილია და მოძრაობა უკვე აღდგა.
უწყების ცნობით, საავტომობილო გზაზე კაპიტალური სამუშაოების განსახორციელებლად ხვალ ჩატარდება გეოდეზიური სამუშაოები და მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა ასევე პეტრე იბერის, ნაჭყებიას, წმინდა ნინოსა და მირიან მეფის ქუჩების მიმდებარედ. ყველა წერტილში უკვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.