ბათუმსა და ხელვაჩაურში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება
ბათუმსა და ხელვაჩაურში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება

ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის 105 საარჩევნო უბანი იმოქმედებს. ორ კანდიდატს შორის არჩევანი 148 ათასამდე ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს. მერის არჩევნების მეორე ტურში 10-დან ორი კანდიდატი გადავიდა. ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობით, მეორე ტურში „ქართული ოცნებიდან“ არჩილ ჩიქოვანი და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძე მოხვდნენ.

მერის არჩევნების მეორე ტურია ასევე აჭარის კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაურში მერობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ზაზა დიასამიძე და „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიშა ბოლქვაძე იბრძოლებენ.

დღესვე აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მეორე ტურიც იმართება. ქედაში ერთ, ხულოში ორ მაჟორიტარს ირჩევენ.

აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ოთხში მერი პირველსავე ტურში აირჩიეს. ყველგან გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს.