ბათუმს ახლო მომავალში 15 ახალი მუნიციპალური ავტობუსი მოემსახურება, წლის ბოლომდე კი, ქალაქში 40 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.
15 ერთეული ახალი ავტობუსი ბათუმის პორტში უკვე შემოვიდა.
ახალი ავტობუსები ქალაქის ქუჩებში პირველად პირველ სექტემბერს „ბათუმობის“ დღესასწაულზე გამოჩნდება და პირველ დღეს მოქალაქეებს უფასოდ გადაიყვანს.
ახალი ავტობუსები GPS და კონდიცირების სისტემით არის აღჭურვილი, ასევე, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ავტობუსების ფერის შერჩევაზე ბათუმის მერია ონლაინ გამოკითხვას აწარმოებდა. მერიის ინფორმაციით, თეთრ, წითელ, ყვითელ, მწვანე, ვერცხლისფერ და ლურჯ ფერებს შორის გამოკითხვის შედეგად საზოგადოებამ უპირატესობა ლურჯ ფერს მიანიჭა.