კალათბურთში სუპერლიგის გათამაშების ერთი მატჩი დღეს ბათუმში გაიმართა. “ბათუმმა” მარნეულის “დელტას” უმასპინძლა და საკმაოდ იოლად – 75:60 დაამარცხა. ორივე გუნდისთვის მატჩის შედეგს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლები მოგებით ლიდერებს მიუახლოვდებოდნენ, ხოლო “დელტა” გამარჯვების შემთხვევაში ბოლოადგილოსან “სოხუმთან” სხვაობას სამ ქულამდე გაზრდიდა.
ბათუმელთაგან საუკეთესო შედეგი უკრაინელ ლეონიდ სტეპანიშინს აქვს, მის ანგარიშზე 27 ქულა და 13 მოხსნაა. ივანე მაისურაძემ და ვახტანგ ქადარიამ 10-10 ქულა დააგროვეს. მარნეულელთაგან 16 ქულით ნიკ ნილი გამოირჩა. გიორგი ვახანიამ 10 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა, ხოლო საბა ლობჟანიძეს ანგარიშზე 9 ქულა და 7 მოხსნა აქვს.
სუპერლიგის გათამაშების მორიგი მატჩი 11 იანვარს, რუსთავში ამ ქალაქის გუნდსა და “სოხუმს” შორის გაიმართება.