ბათუმისა და სენაკის მიმართულებით მატარებლის დამატებით რეისები დაინიშნა
„საქართველოს რკინიგზა“ 3 მაისს ბათუმისა და სენაკის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 3 მაისს ბათუმისა და სენაკის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
გაითვალისწინეთ, რომ ბილეთები უკვე გაყიდვაშია“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.