ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ალილო წელს განსხვავებულად ტარდება.
სასულიერო პირები, სტიქაროსნებისა და მგალობლების ათკაციანი ჯგუფებით, მრევლის გარეშე აწყობენ მსვლელობას.
ეპარქიის გადაწყვეტილებით, ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, შობის მახარობლები მოსახლეობას არ შეხვდებიან და შესაწირს არ მიიღებენ.
„რა თქმა უნდა, განწყობა ისევ ამაღლებულია. მრევლს მივულოცავთ ქრისტეშობას. ისინი არ მონაწილეობენ ალილოს მსვლელობაში, მაგრამ ამ დიდ დღესასწაულში, რა თქმა უნდა, ჩართულები იქნებიან. ყველას შეუძლია, შესაწირი მიიტანოს ტაძარში, საიდანაც საღამოს ის მოხუცებულებსა და მიუსაფრებს გადაეცემათ”, – განაცხადა დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა.