ბათუმის ყველა ტაძარი დაკეტილია და სააღდგომო ლიტურგია დილის შვიდი საათიდან დაიწყება
აღდგომის ღამეს, ბათუმის ყველა ტაძარი დაკეტილია. ბათუმ-ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურგია ტაძრებში დილის შვიდი საათიდან დაიწყება.
წირვა ეპარქიის მონასტრებში მხოლოდ სასულიერო პირების თანდასწრებით მიმდინარეობს. ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი წირვას სამების დედათა მონასტერში ატარებს.
ეპარქიის გადაწყვეტილებით, ტაძრებში სასულიერო პირები პირბადეებით იქნებიან. პირბადეები და დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება მრევლისთვისაც.