ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, უფასო სასადილოებში დროებით შეიცვლება მომსახურების წესები.
პირველი აპრილიდან ერთი თვით მუნიციპალური სასადილოები წყვეტენ მუშაობას.
„ბენეფიციარები კუთვნილ საკვებს სასადილოებში აღარ მიირთმევენ და აღარ მოხდება გამზადებული საკვების გატანა.
30-31 მარტს დაიწყება სასურსათო პაკეტების გაცემა, რომელიც არამალფუჭებად პროდუქტებს მოიცავს.
მარტოხელა და ხანდაზმული ბენეფიციარებისთვის სახლში პროდუქტების მიტანას, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ქალაქ ბათუმის მერიამ შეზღუდა იმ ტიპის სერვისების მიწოდება, რომლებიც ხალხმრავლობასთან არის დაკავშირებული“, – აცხადებენ მერიაში.