უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის სტადიონი უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ინფორმაცია აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
ამასთან, უკრაინის დროშის ფერებში განათდა თბილისის ანძაც.
უკრაინაში 16 თებერვალს, როდესაც დასავლეთის ქვეყნები რუსეთის მხრიდან თავდასხმის დაწყებას ვარაუდობდნენ, უკრაინის ერთიანობის დღე აღნიშნეს. ინიციატივა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ეკუთვნის.